26 აპრილი 2024,   14:23
ვრცლად
ძლიერი წყალდიდობა ინდოეთში - სტიქიას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის სამხრეთ პროვინციებში საუკუნის განმავლობაში ყველაზე ძლიერ წყალდიდობას ებრძვიან. სტიქიას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გადაუღებელი წვიმების გამო, ადიდებულმა მდინარეებმა კერალას პროვინციაში მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. 150 000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი. პარალიზებულია საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა. დაკეტილია აეროპორტები.

რეგიონის მასშტაბით მეწყერსაშიშ ზონებში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინდოეთის სამხრეთ პროვინციებში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.

დღის ამბები