26 აპრილი 2024,   19:57
ვრცლად
დატბორილი სახლები, განადგურებული მოსავალი და გათიშული ელექტროენერგია - სტიქიამ კახეთი დააზარალა

ძლიერმა სტიქიამ კახეთის რეგიონში თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად დააზარალა

სანიაღვრე არხებმა წვიმის წყალი ვერ გაატარა, რამაც თელავის ქუჩები, საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და ეზოები დატბორა.

წყალმა იუსტიციის სახლის სარდაფში 10 სმ-ს მიაღწია, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მუშაობა საგანგებო რეჟიმში გვიანობამდე მოუწია.

უამინდობამ დაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც აბონენტების ნაწილს დენის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდა.

დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურაც. ძლიერი ქარიშხლის შედეგად, მრავალწლოვანი ხეები წაიქცა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თელავში დღეს დილიდან განახლდა.

დღის ამბები