23 სექტემბერი 2018,   17:15
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს - გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გურიაში იმყოფება 

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს.

გრიგოლ ვაშაძე მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების მცხოვრებლებს შეხვდა.

მოსახლეობის მთავარ პრობლემას ფაროსანას მიერ განადგურებული მოსავალი წარმოადგენს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წამალი, რომელიც მთავრობამ შემოიტანა პრობლემას არ შველის და დამატებით აზიანებს სხვა პროდუქციასაც.

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ეფექტური პროგრამების განხორციელებას დაიწყებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

„ადგილობრივი არჩევნების დროს 2017-ში, შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ სიტუაცია შეიძლება კიდე უფრო გაუარესდეს, ზუსტად ეს ხდება დღეს. ხალხი არის ყველანაირი შემოსვლის გარეშე დარჩენილი, ჩვენ ამ არჩევნებს აუცილებლად ვიგებთ, იმისათვის რო გადავარჩინოთ საქართველოს მოქალაქეები,“-განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები