26 აპრილი 2024,   18:27
ვრცლად
ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება 

გერმანიის კანცლერის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართული პრესკონფერენციის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანგელა მერკელის გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა დაიწყო. 

შეხვედრა, დაახლოებით, 40 წუთს გაგრძელდება და ამ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაირკვევა ის პოზიცია, რომელსაც გერმანიის კანცლერი საქართველოს პირველ პირთან გამოხატავს.

შეხვედრის დაწყების წინ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, რომ ევროპულის გავლენიან ლიდერს შეხვდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აგვიტოს ომის 10 წლის თავზე ქალბატონი  მერკელის ვიზიტი შედგა საქართველოში. თავისთავად ცხადია, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე, პირველ რიგში, საუბარი შეეხება სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს, დეოკუპაციას, ოკუპირებულ რეგიონებს. ამავდროულად, საქართველოს ინტეგრაციას და ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს და იმ გზების ძიებას, რამდენად სწრაფად და მაქსიმალურად მოკლე ვადებში შესაძლებელია ეს მოხდეს და ამ კუთხით როგორი იქნება გერმანიის მხარდაჭერა. თავისთავად, ქალბატონი მერკელის ვიზიტი არის უკვე იმის მკაფიო დადასტურება, თუ რამდენად გერმანიისთვის საქართველო არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქვეყანა,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

დღის ამბები