26 აპრილი 2024,   18:20
ვრცლად
"საქმე გვაქვს რუსეთზე სრულ დამოკიდებულებასთან" - ციხელაშვილი პუტინის, ბიბილოვისა და ხაჯიმბას შეხვედრას აფასებს

მოსკოვში ვლადიმერ პუტინს, ანატოლი ბიბილოვსა რაულ ხაჯიმბას შორის გამართულ შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა.

ქეთევან ციხელაშვილი კრემლში ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ლიდერების სტუმრობას მორიგ პროვოკაციად და საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფად აფასებს.  

„ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ 10 წლის თავზე საქმე გვაქვს რუსეთზე სრულ დამოკიდებულებასთან. თემები, რომელზეც საუბრობენ, განცხადებები, რომელიც კეთდება არის რუსეთზე დამოკიდებულების გამოცხადებული ქრონიკა ყველა სფეროში. მათ შორის საყურადღებო, განსაკუთრებით შემაშფოთებელი და რისკების შემცველია სწორედ სამხედრო სფერო, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ხდება რუსეთის სამხედრო სიმძლავრეების მობილიზება და ზრდა. საუბარია ათასობით რუს ჯარისკაცსა და მძლავრ სამხედრო ბაზებზე, რომლის ნაწილიც კანცლერმა დღეს თავადაც ნახა,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები