04 მაისი 2024,   14:50
ვრცლად
ირანი ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას მოითხოვს

ირანი ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას მოითხოვს. შესაბამისი სარჩელით ოფიციალურმა თეირანმა საერთაშორისო სასამართლოს მიმართა.

საუბარია შეზღუდვებზე, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ირანს 2015 წლის გარიგებიდან გასვლის შემდეგ დაუწესა. ირანელი იურისტების განცხადებით, სანქციების აღდგენით, ვაშინგტონს ირანის ეკონომიკის განადგურება სურს.

შეზღუდვები დონალდ ტრამპმა მაისში აამოქმედა, რამაც ირანის ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოიწვია. გარდა ამისა, სანქციების გამო ქვეყანაში ფასები 10 პროცენტით გაიზარდა.

დღის ამბები