26 აპრილი 2024,   17:35
ვრცლად
უეფამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გურამ კაშია, „თანასწორობის ჯილდოთი“ დააჯილდოვა

უეფამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გურამ კაშია, „თანასწორობის ჯილდოთი“ დააჯილდოვა. ცერემონიალი მონაკოში გაიმართა.

თავად გურამ კაშია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტაბების ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს, ამ ღონისძიებას ვერ დაესწრო და მის ნაცვლად პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინიმ, გადასცა.

უეფამ გურამ კაშიას ვიდეომიმართვა გაავრცელა. 

"განვაგრძობ ფეხბურთის თამაშს და მოედნის შიგნით და გარეთ მხარს დავუჭერ ადამიანების თანასწორობას," - ამბობს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი ვიდეომიმართვაში.

კაშიამ ეს ჯილდო ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის მიიღო. ამის გამო ფეხბურთელი მორიგი შეურაცხყოფისა და აგრესიის მიზეზი გახდა საქართველოდან. დაჯილდოვების პარალელურად, უეფამ გუშინ მისი მხარდამჭერი ვიდეორგოლიც გაავრცელა.

დღის ამბები