26 აპრილი 2024,   14:45
ვრცლად
მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიის ქალაქ ავეტრანში სამართალდამცველებმა მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ქართველი გიორგი ბულია დააკავეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბულია საფრანგეთში ცხოვრობდა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ბინას ავეტრანში ქირაობდა. დანაშაულიც სწორედ ბინის ქირას უკავშირდება, მას თანხის გადახდის მოთხოვნით ბინის მფლობელმა მიაკითხა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

40 წლის ბულიამ ცივი იარაღის გამოყენებით ბინის მფლობელისთვის ყელის გამოჭრა სცადა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დღის ამბები