04 მაისი 2024,   01:32
ვრცლად
ხანძარი რუსთავში - ინკუბატორში გაჩენილი ხანძრისას 3 000 წიწილა დაიწვა

რუსთავში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. მარის არხის დასახლებაში წიწილების ინკუბატორი დაიწვა. განადგურდა 600 კვ.მ-ის ფართობი, დაიწვა 3 ათასი წიწილა.

ძლიერი ხანძრის გამო, საცხოვრებელ სახლსა და სათავსოებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არსებობდა, თუმცა, ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

დღის ამბები