04 მაისი 2024,   06:32
ვრცლად
ეს არის რუსული სტილი, რომელიც გადმოღებული აქვს ჩვენს ხელისუფლებას  - სამოქალაქო სექტორი ექსპერტ ნონა მიხელიძეზე პიროვნულ თავდასხმაში ხელისუფლებას ადანაშაულებს

მესამე სექტორი ნონა მიხელიძეზე თავდასხმაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. არასამთავრობოები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" მწვავე და კრიტიკულმა ანალიზმა იმდენად გააღიზიანა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის რეპუტაციის შელახვა დაიწყეს.

მესამე სექტორი ამბობს, რომ ნონა მიხელიძეს რუსული მეთოდებით ებრძვიან. მათ ასევე დაადგინეს, რომ ინტერნეტში გავრცელებული ფოტოები ხელოვნურადაა შექმნილი და მონტაჟია.

„ისინი საკუთარი რესურსის მობილიზებას ახდენენ იმისთვის, რომ პიროვნულ დონეზე მიიყვანონ თავდასხმები. პიროვნებაზე თავდასხმა არის რუსული სტილი, რომელიც გადმოღებული აქვს ჩვენს ხელისუფლებას და ხშირად ადმინისტრაციულ რესურსსაც იყენებს“-ამბობს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი.

დღის ამბები