03 მაისი 2024,   23:10
ვრცლად
რუსეთის დელეგაციის 3 წევრი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვევს

რუსეთის დელეგაციის 3 წევრი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვევს

ვლადიმერ პუტინის დაფინანსებული საერთაშორისო ფორუმის 3 მონაწილე საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. "კურიერმა" ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ საქართველოში ჩამოსული იყო რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო  სააგენტოს "იტარტასის" სამხედრო კორესპონდენტი ვიქტორ ლიტოვკინი, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, გენადი ბოდრიუგოვი, და ბატონი ტოკარევი.  

რუსული დელეგაციის კიდევ ერთი წევრი იყო დიმიტრი კოსირევი, რომელიც აეროპორტში დღეს არ გამოჩენილა, თუმცა უცნობია მან გადაიფიქრა ჩამოსვლა, თუ ისიც არ შემოუშვეს ქვეყანაში. 

ჯერჯერობით უცნობია რატომ არ შემოუშვეს რუსული დელეგაციის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე. ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი შესაძლოა მათი მხრიდან საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა გამხდარიყო.

დღის ამბები