04 მაისი 2024,   00:12
ვრცლად
ევროპარლამენტარები ინფორმირებულები არიან საარჩევნო პროცესში არსებულ პრობლემებზე - გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე შეხვედრებს აგრძელებენ

ოპოზიციის ორი საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე მეორე დღეა ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე ევროპარლამენტარებს დღესაც ხვდებიან. მათი განცხადებით, შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებია.

გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ წინასაარჩევნო პროცესში ოპოზიციისთვის შექმნილი პრობლემების შესახებ ევროპარლამენტარები ინფორმირებულები არიან.

„ჩვენ მოკავშირეებს ესმით ის არათანასწორი პირობები, რომელშიც ჩაყენებულია ყველაზე აქტიური და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, და რაც ყველაზე მთავარია, გაერთიანებული ოპოზიცია, 11 პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც შიშველი ხელებით ებრძვის ამ რეჟიმს, მათ ეს მშვენივრად ესმით. ამიტომ ითხოვენ ისინი თანაბარ პირობებს - რაც შეეხება დაფინანსებას, რაც შეეხება წვდომას მედიაზე“-ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძემ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, მან ევროპელ კოლეგებს საარჩევნო პროცესში არსებულ ყველა პრობლემაზე ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ არჩევნებში ოპოზიციისთვის გადამწყვეტია რამდენად იქნება მედიაპლურალიზმი. ამ მიმართულებით, როგორც ბაქრაძე ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ რუსთავი2-ის საქმე ევროპელი დეპუტატების რეზოლუციაში მოხვდება.

„იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ,  რომ ევროპარლამენტიდან, ბრიუსელიდან იქნება ძალიან ბევრი დამკვირვებელი და ჩვენ ყველა ერთად არ მივცემთ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას.

რაც შეეხება რესურსებს, ყველას ესმის რომ ნორმალური არჩევნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელოვან აქვს იქნება თუ არა ოპოზიციას წვდომა რესურსზე, იქნება თუ არა თავისუფალი მედია, მათ შორის ის საკითხი,რ ომ რუსთავი 2 -ის საკითხი აუცილებლად გაჩნდება ევროპარლამენტის რეზოლუციაში ერთ-ერთი განმსაზღვრელია საქართველოში მედიაკლიმატის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის ყველა ამ საკითხზე ვმუშაობთ და ყველა საკითხზე არის სრული მხარდაჭერა და გაგება ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან“-აცხადებს ბაქრაძე.

დღის ამბები