26 აპრილი 2024,   18:27
ვრცლად
დაფინანსების გამჭვირვალობა და თავისუფალი მედიაგარემო - ევროპარლამენტარები წინაასაარჩევნო პროცესს აკვირდებიან

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ევროპარლამენტის დიდი სადამკვირვებლო მისია ჩამოვა.

ევროპარლამენტის წევრები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ უზრუნველყოს ფინანსების გამჭვირვალობა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების რეალური არჩევანი დაცული იყოს და „შავმა ფულმა“ ამომრჩევლის ნებაზე გავლენა არ მოახდინოს.

სწორედ თანაბარ საარჩევნო გარემოსა და რესურსების განაწილებაზე ისაუბრეს ევროპელ დეპუტატებთან ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა. გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე უკვე მეორე დღეა ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ.

თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების გარანტი პლურალისტური მედია გარემოა. სწორედ ამიტომ ევროპელი დეპუტატები "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს განსკუთრებით დააკვირდებიან. ყველაზე მძლავრი და კრიტიკული ტელეარხის საქმე ევროპარლამენტის ანგარიშშიც მოხვდება.

„ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტოდ არჩევნებზე შავი ფულის ხარჯვისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის საფრთხეებზე საუბრობს ამერიკაში „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი.

საპრეზიდენტო კამპანიას ხვალიდან ოფიციალურად იწყებს დავით უსუფაშვილი. „შენების მოძრაობის კანდიდატი“ ამბობს, რომ ამ არჩევნებშიც ფინანსური რესურსი ხელსუფლების ხელშია მოქცეული.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 52 დღე რჩება, ამ დროისთვის ცესკოს 33 კანდიდატია დარეგისტრირებული. მმართველ პარტიას ოფიციალური კანდიდატი არ ჰყავს, თუმცა დიდი ალბათობით, „ოცნების“ ფავორიტი სალომე ზურაბიშვილი იქნება.

დღის ამბები