02 მაისი 2024,   08:26
ვრცლად
გაუფასურებული ლარი - საწვავის გაძვირების შემდეგ მომავალი კვირიდან პურის ფასის 10 თეთრით მატებას ვარაუდობენ 

გაუფასურებული ლარის გამო დღეს ბენზინი კიდევ 2-3 თეთრით გაძვირდა. მომავალი კვირიდან ბაზარზე პურის გაძვირებას პროგნოზირებენ.

საცხობში მომუშავეები არ გამორიცხავენ, რომ პურის საფასური, შესაძლოა, 5-10 თეთრით გაძვირდეს.

შეგახსენებთ, მხოლოდ აგვისტოს თვეში საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 7%-ით გაუფასურდა და კურსიც 2,45-დან 2.62-მდე დაეცა. რის გამოც იმპორტიორებმა ფასების მატება დაიწყეს.

ცხოვრების გაძვირებას, ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელიც ადასტურებს, რომელიც აგვისტოს თვეში წელს პირველად გადასცდა 3%-იან ნიშნულს.

ფასების ზრდის გამომწვევ ფაქტორებზე საუბრობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი. მთვრალაშვილის თქმით, საერთაშორისო ფაქტორებთან ერთად ფასის ზრდაზე გავლენა ლარის დოლართან მიმართებით გაუფასურებამ გამოიწვია.

„აგვისტოს თვის შემდგომ არის 18 პუნქტით არის გაუფასურებული, რომელიც, პირდაპირ, სამწუხაროდ, ნეგატიურ გავლენას ახდენს საწვავის ფასზე და შესაბამისად, მოლოდინები ნამდვილად არ არის ოპტიმისტური. თუ ვითარება გარკვეულწილად არ შეიცვალა ამ მოცემულობებთან დაკავშირებით ფასების გარკვეული ზრდა შესაძლებელია მომავალშიც მოხდეს,“ - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

დღის ამბები