04 მაისი 2024,   02:12
ვრცლად
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში 2 პირი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 1941 წელს დაბადებული ნ.ა. და 1953 წელს დაბადებული ქ.ბ. ფოთში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ ბინას და დროებით სარგებლობაში მქონე სასტუმროს ოთახებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის აქირავებდნენ. ისინი, ასევე, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალბატონებს კლიენტების მოძებნაში ხელს უწყობდნენ. სამართალდამცველებმა აღნიშნული ქალბატონები მოწმის სტატუსით გამოკითხეს," - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები