26 აპრილი 2024,   21:22
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ე.წ. "ოცნების ქალაქში" - 5-შვილიან დედას ერთ-ერთ ქოხში ცხოვრების უფლებას არ აძლევენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში. ინგა ბოლქვაძე 5 მცირეწლოვანი შვილით ერთ-ერთ ქოხში შესახლდა, რასაც დასახლების კოორდინატორისა და მცხოვრებლების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

ისინი 5-შვილიან დედას ცხოვრების უფლებას არ აძლევენ და აცხადებენ, რომ ქოხს მეპატრონე ჰყავს.

თვითნებურად დასახლებულების ნაწილი ყვება, რომ ტერიტორიაზე სახლები იყიდება და ქირავდება.

ისინი კონკრეტულ გვარებს ასახელებენ. მათივე თქმით, ეს ქოხი 4 წელია დაკეტილია, მეპატრონე კი საცხოვრებელო ფართით დაკმაყოფილებულია.

დღის ამბები