26 აპრილი 2024,   19:18
ვრცლად
ზაზა სარალიძე ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება

ზაზა სარალიძე ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას დამატებითი გამოკვლევები სჭირდება. ზაზა სარალიძეს კლინიკაში შეყვანისას სისხლში გლიკემიის მაღალ მაჩვენებელი და სითხის დაბალი რაოდენობა აღენიშნებოდა. საავადმყოფოში იმყოფებოდნენ ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე და ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, თუმცა მათ პაციენტის მონახულება ვერ შეძლეს.

"სირცხვილია, როდესაც ადამიანს, რომელიც ითხოვს მისი საკუთარი შვილის მკვლელობის გამოძიებას, ხელისუფლება ამყოფებს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის არის,"-აცხადებს ზვიად კუპრავა. 

დღის ამბები