21 ნოემბერი 2018,   14:57
ვრცლად
ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან კვლავ ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს

ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან კვლავ ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს. საავადმყოფოში კი სადაც ყოფილი პრემიერი  ბადრაგის თანხლებით იმყოფებოდა კომენტარს არ აკეთებენ. შესაბამისად უცნობია რა დიაგნოზით მოხვდა ვანო მერაბიშვილი სამკურნალო დაწესებულებაში.

მერაბიშვილს ჰოსპიტალიზება ე.წ. მატროსოვის ციხიდან სამოქალაქო საავადმყოფოში უკვე მესამედ გახდა საჭირო. 

რამდენადაც ცნობილია ვანო მერაბიშვილს სასუნთქი გზების პრობლემები აწუხებს. ადვოკატის თქმით, ორთვიანმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.

"შედეგი არ გამოიღო ამ პერიოდში მკურნალობამ. ორ თვეზე მეტია უკვე მიმდინარეობს. შესაბამისად ჩვენ მოვითხოვეთ რომ მომხდარიყო მისი ხელახლა გამოკვლევა რაზეც დაგვთანხმდნენ და მოხდა მისი გადაყვანა. ამავდროულად მიწერილი გაქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებისთვის, რომ გვაცნობონ წინა შემთხვევებში როდესაც მოხდა მისი გაყვანა გამოკვლევის მიზნით რა დიაგნოზი იქნა დასმული. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ პასუხი არ მიგვიღია. შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებში ისინი მოგვაწვდიან ამ ინფორმაციას. რაც შეეხება  მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის კვლავ ცუდად არის. არანაირი შედეგი არ ქონია ამ ორთვიან მკურნალობას. ბუნებრივია, გვაქვს განცდა, რომ არ მოხდა ჯეროვნად მისი გამოკვლევა. ან არასწორი დიაგნოზირება იყო  თავის დროზე გაკეთებული,“-განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები