26 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
დონალდ ტრამპი საკუთარი რეიტინგის ვარდნას რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიებას უკავშირებს

დონალდ ტრამპი საკუთარი რეიტინგის ვარდნას რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიებას უკავშირებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოძიებას, რომელსაც სპეცპროკურორი რობერტ მალერი აწარმოებს, "რუსულ ალქაჯებზე ნადირობას" უწოდებს და ამბობს, რომ საქმე ფალსიფიცირებულია. განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა "ტვიტერში" გაავრცელა. დონალდ ტრამპი წერს, რომ დღესდღეობით მის ადმინისტრაციას კარგი რეიტინგი აქვს, რადგან ქვეყნას ბოლო წლების ისტორიაში საუკეთესო ეკონომიკური მაჩვენებლები აქვს. მისი თქმით რეიტინგი 25 პუნქტით უფრო მაღალი იქნებოდა, რომ არა ფალსიფიცირებული საქმე. ტრამპი აცხადებს, რომ რობერტ მალერი და დემოკრატები რუსული კავშირების საქმეს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, რომ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში "რესპუბლიკური პარტია" დაამარცხონ.

გამოკითხვების თანახმად ტრამპის ადმინისტრაციას ამერიკელების 40 პროცენტი უჭერს მხარს, მოსახლეობის 53 პროცენტს პრეზიდენტის მიერ არჩეული კურსი არ მოსწონს.

დღის ამბები