02 მაისი 2024,   23:49
ვრცლად
კანაფის კულტივაციის ლეგალიზაცია - სამებაში შეკრებილი მრევლი, პატრიარქის განცხადებას ელოდება

სამების საკათედრო ტაძარში დილიდან მრევლია შეკრებილი. სასულიერო პირებთან ერთად იქ მისული მოქალაქეები პატრიარქის ქადაგებას ელოდებიან. ილია მეორემ მარიხუანას კულტივაციის და ექსპორტის ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება უნდა გააკეთოს. ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვა მიმდინარეობს. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქი ქადაგებით მიმართავს მრევლს.

მრევლი ამბობს, რომ ისინი პატრიარქისგან  მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას ელოდებიან.

„კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ვეთანხმები საპატრიარქოს პოზიციას. გაკონტროლება გაჭირდება და მერე მეორეც, ცოდვით ნაშოვნ თანხას სიკეთით ვერ მოიხმარ. პატრიარქისგან ყოველთვის ველოდები იმ პოზიციას,  რასაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მიიღებს. დარწმუნებული ვარ, რომ უარყოფითი დამოკიდებულება ექნება,“-განაცხადა ტაძარში მისულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ, ედუარდ ცხოვრებაძემ.

დღესვე   კანაფის  კულტივაციის ლეგალიზებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას მსვლელობითაც გააპროტესტებენ.

მოწოდება დღევანდელი მსვლელობისა და მოსახლეობის მიერ სამებაში შეკრებასთან დაკავშირებით გვიან ღამით, საკრებულოსთან შეკრებილმა მაღალი რანგის სასულიერო პირებმა გააკეთეს. ამ განცხადებას წინ უძღოდა შეკრება საპატრიარქოში, სადაც კანაფთან დაკავშირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს.

დღის ამბები