03 მაისი 2024,   20:22
ვრცლად
"იბერიას" საქმე და სკანდალური ჩანაწერები - ლევან ყიფიანი პროკურატურაში დაიბარეს 

სპორტის ყოფილი მინისტრი გამოკითხვაზე დაიბარეს. ლევან ყიფიანი თბილისის პროკურატურაში დღეს უნდა მივიდეს.

საქმე ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ ატეხილ სკანდალს ეხება.

საუბარია აუდიო ჩანაწერებზე, სადაც არსებული ინფორმაციით, სწორედ ლევან ყიფიანი აწარმოებს მოლაპარაკებებს „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელთან და მას რამდენიმე პრობლემების მოსაგვარებლად რამდენიმე მილიონის გადახდას სთავაზობს.

გამოძიება თბილისის პროკურატურამ სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მუხლით დაიწყო.

დღის ამბები