26 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
კომპანია "ომეგას" გააჩნია ვალდებულებები, ამ კუთხით კომპანიის დაკავშირება "იბერიასთან" არ უნდა ხდებოდეს - ირაკლი ლექვინაძე

სკანდალურ აუდიო ჩანაწერებს, რომელიც სავარაუდოდ ბიზნესის დატერორებას ასახავს და ტელეკომპანია "იბერიას" და "ომეგა ჯგუფის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ბიზნესომბუდსმენი აფასებს.

ირაკლი ლექვინაძე საქმიანი მოლაპარაკების ჩაწერასა და გასაჯაროებას არაეთიკურს უწოდებს და "ომეგა ჯგუფს" ტელევიზიის ბიზნეს ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

„მნიშვნელოვანია, რომ გაირკვეს ჩანაწერები რამდენად ავთენტიკურია. მე ვნახე ასევე მეორე მხარის განმარტება, რომ ეს იყო ბიზნეს და საქმიანი შეხვედრა და ალბათ, უფრო მეტი სიცხადეა საჭირო, როდესაც ასეთი ტიპის ჩანაწერები ვრცელდება.  მეორე, როდესაც საუბარი მიდის საქმიან ბიზნესმოლაპარაკებებზე ცოტა არაერთიკურია, რომ აღნიშნული საუბრის ჩაწერა ხდება და შემდეგ ამის გასაჯაროება საზოგადოების წინაშე და მესამე, "ომეგა ჯგუფის" დაკავშირება "ტვ იბერიასთან" და ტელევიზიის გამოყენება იმ კუთხით, რომ კომპანია "ომეგას" გააჩნია გარკვეული ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ, რომელიც არის მის მიერვე დეკლარირებული ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. ნებისმიერი საგადასახადო ვალდებულება უნდა იქნას შესრულებული“-ამბობს ლექვინაძე.

დღის ამბები