26 აპრილი 2024,   14:01
ვრცლად
ეს ინფორმაცია პირდაპირ „რუსთავი 2-დან“ გავიგე - ირმა ინაშვილი ნატო ჩხეიძის მიერ "პატრიოტთა ალიანსის" დატოვებაზე 

ნატო ჩხეიძის წასვლას „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ვიცე-სპიკერმა ცოტა ხნის წინ პირველი სატელევიზიო კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ჩხეიძის მიერ ფრაქციის დატოვება „რუსთავი 2-ის“ ეთერით შეიტყო.

ინაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე მას სათანადო ინფორმაცია არ ჰქონდა. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ტელეკომპანიის საქმის შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს.  

ირმა ინაშვილი ვარაუდობს, რომ ნატო ჩხეიძემ ფრაქცია შესაძლოა, სათანადო მხარდაჭერის არქონის გამო დატოვა.

„სამწუხაროდ, მე მასთან არ მქონია შეხვედრა, რომ გვესაუბრა ამ თემებზე და ეს ინფორმაცია პირდაპირ „რუსთავი 2-დან“ გავიგე. იმის მიუხედავად, რომ ქალბატონი ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი ჩვენი პარტიის დეპუტატები არიან, „ომეგას“ ირგვლივ განვითარებული პროცესების შესახებ მე თქვენსავით „რუსთავი 2-ის“ ეთერიდან გავიგე. არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ სათანადო მხარდაჭერა, თითქოს, მას პარტიის მხრიდან არ ჰქონდა, მაგრამ მკაფიოდ ვამბობ, რომ შენს თანამებრძოლს, შენი გუნდის წევრს, მხარდაჭერა გამოუცხადო, ზუსტად უნდა იცოდე, რა პროცესთან გაქვს საქმე. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვფლობდით ინფორმაციას და არ ვიცოდით დეტალები „ომეგას“ ირგვლივ განვითარებული პროცესების თაობაზე,“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები