11 დეკემბერი 2018,   18:48
ვრცლად
დაპირისპირების ახალი ტალღა ეკლესიასა და სალომე ზურაბიშვილს შორის - მღვდელმთავრები კანდიდატს მიუთითებენ, რომ ზღვარს გადავიდა

ქართული ეკლესიისა და „ქართული ოცნების“ რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატის დაპირისპირება ახალ და კიდევ უფრო მწვავე ფორმებს იღებს. სასულიერო პირების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას მღვდელმთავრების საპასუხო რეაქცია მოჰყვა. საუბარია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელიც მან კანაფის კულტივაციის სადავო კანონპროექტზე გააკეთა.

მთავრობის რჩეულმა კანდიდატმა თქვა, რომ საარჩევნო სასულიერო პირები სახელმწიფო გადაწყვეტილებებში არ უნდა ერეოდნენ და თუ ის პრეზიდენტი გახდება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ კონკორდატს გადახედავს და სამღვდელოების თავისუფლებას ჩარჩოებში გამოამწყვდევს.

ზურაბიშვილის ღია მუქარას საპატრიარქოში რამდენიმე საათიანი დახურული შეხვედრა მოყვა. რომლის დასრულების შემდეგაც მღვდელმთავრებს მათი მკვეთრად ნეგატიური პოზიცია კანდიდატის მიმართ არ დაუმალავთ. ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ამბობს, რომ ხელისუფლების სოცნებო კანდიდატი ყველა ზღვარს გადავიდა, რადგან ის რაც ეხება მრევლს, ეხებათ სასულიერო პირებსაც.

მღვდლები პირდაპირ ამბობენ, რომ მთავრობის მოწონებული კანდიდატი მათ არ მოსწონთ და არჩევნებზე მას მხარს არ დაუჭერენ. 

დღის ამბები