26 აპრილი 2024,   19:58
ვრცლად
თქვენი აზრით ცუდი წარსულით, ამართლებთ იმას, რომ თუ სისხლიანი გარჩევა მოხდება, ვისაც ახლობელი ჰყავს პროკურატურაში იმას უნდა დაეფაროს ხელი? - ბოკერია მმართველ გუნდს

„თქვენი აზრით, სწორი შეფასებით, ცუდი წარსულით, ამით ამართლებთ იმას, რომ დღეს თუ სისხლიანი გარჩევა მოხდება, ვისაც ახლობელი ჰყავს პროკურატურაში იმას უნდა დაეფაროს ხელი და მარტო სხვები წავიდნენ ციხეში?“- ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მმართველ გუნდს პარლამენტში გამართული დებატების დროს.

საკანონმდებლო ორგანოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ იმ დოკუმენტზე მსჯელობენ, რომელიც მმართველმა გუნდმა შეიმუშავა. 

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ დადგენილებას კენჭი უნდა უყაროს. „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნას კი პარლამენტი ცნობად მიიღებს.

„აქედან რა დასკვნა გამოიტანეთ, ყველამ თქვენ და მთავრობამ, რომ იმ ცუდი, თქვენი ვერსიით, წარსულიდან გამოსავალი არის უკან დაბრუნება იმ დროში, როცა თუ მოხდება ასეთი ტრაგედია ახალგაზრდებს შორის სისხლიანი გარჩევა, ვისაც ახლობელი ჰყავს თანამდებობის პირი, იმას ხელი უნდა დაფარდეს და ის არ უნდა დაისაჯოს? ეს არის დასკვნა? თქვენი აზრით, სწორი შეფასებით, ცუდი წარსულით, ამით ამართლებთ იმას, რომ დღეს თუ სისხლიანი გარჩევა მოხდება, ვისაც ახლობელი ჰყავს პროკურატურაში იმას უნდა დაეფაროს ხელი და მარტო სხვები წავიდნენ ციხეში? ეს არის თქვენი წინ გადადგმული ნაბიჯი და ეს არის თქვენი ხედვა? ეს პოლიტიკური კონკურენცია თუ სიძულვილი გვერდზე გადადოთ ერთი წამით, ან ცალკე ილაპარაკოთ ჩვენ მიმართ სიძულვილზე, ცალკე, გამოვყოთ ეს საკითხი და დავუბრუნდეთ ამ ამბავს, რაზეც იყო კომისია შექმნილი და რაზეც კომისიამ დადო დასკვნა,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები