13 დეკემბერი 2018,   20:55
ვრცლად
პრეზიდენტმა პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა ელისო ბოლქვაძეს ქართული მუსიკის პოპულარიზაციისა და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადასცა.

"ქალბატონო ელისო, დიდი მადლობა მინდა გითხრათ წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლისათვის, რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი ერის სასიკეთოდ, არამედ ხელოვნების და მუსიკის ღირებულებებისათვის ახორციელებთ.
დიდი მადლობა ასევე პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები