23 ოქტომბერი 2018,   08:27
ვრცლად
ეს არის მათი სტილი, ისინი ჩარჩენილები არიან წარსულში - კალაძე "ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციასა და შანტაჟში ადანაშაულებს

ბათუმში, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე მოქალაქის მიერ გამოხატულ პროტესტს, დედაქალაქის მერი პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" სტილია, რომელსაც ის წლებია იყენებს.

კახა კალაძე ოპონენტებს შანტაჟში ადანაშაულებს და მოუწოდებს მხარდამჭეტებს ნაციონალური მოძრაობა "წარსულში ჩატოვონ.“

„მქონდა ინფორმაცია, რომ ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ ჩაშალონ შეხვედრები, შეურაცხყოფა მიაყენონ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ეს არის მათი სტილი. ისინი ჩარჩენილები არიან წარსულში, რასაც აკეთებდნენ 2012 წელს 2012 წლამდე, იგივე მეთოდებით, სიცრუით, ტყუილით, შანტაჟით ხელისშეშლა, ასევე აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში როგორც მათ სჩვევიათ. ჩვენ საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ისინი ჩავტოვოთ ამ წარსულში,“-ამბობს კალაძე.

დღის ამბები