26 აპრილი 2024,   19:04
ვრცლად
იმაზე რთულადაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვიდრე ეს წარმოგვედგინა - მერაბიშვილის ადვოკატები არასამთავრობოებს შეხვდებიან 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ადვოკატები გამოკვლევების შედეგებს უცხოელ სპეციალისტებს გაუგზავნიან.

უფლებადამცველები ივანე მერაბიშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას და სრულ შემოწმებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მედიკოსები ჰორნერის სინდრომზე საუბრობენ და უკვე თვეებია მის გამომწვევ მიზეზებს ვერ ადგენენ.

ადვოკატები მერაბიშვილის ხელოვნურ ინტოქსიკაციას არ გამორიცხავენ. ისინი არსებულ ვითარებას სამოქალაქო სექტორს გააცნობენ. ინფორმაციას ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და არსებულ ვითარებაზე უკვე ფლობს სახალხო დამცველი.

„შევხვდებით არასამთავრობო სექტორს და გავაცნობთ იმ ინფორმაციას, რაც გვაქვს ჩვენ. ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს იმაზე რთულადაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვიდრე ეს წარმოგვედგინა,“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები