26 აპრილი 2024,   17:30
ვრცლად
შეზღუდვები IBSU-ს - კანონპროექტის დეტალებზე სასაუბროდ მარიამ ჯაში რექტორთა საბჭოსა და ავტორიზაციის საბჭოს წარმომადგენლებს ხვდება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის ერთი წლით გადავადებასთან დაკავშირებული კანონპროექტის დეტალებზე სასაუბროდ მარიამ ჯაში რექტორთა საბჭოსა და ავტორიზაციის საბჭოს წარმომადგენლებს ხვდება.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ცვლილება ორი კონკრეტული უნივერსიტეტის გამო ხდება და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს სასწავლებლების ლობირებაში ადანაშაულებს. უმრავლესობის წარმომადგენელი ბრალდებებს უარყოფს და არ გამორიცხავს ცილისწამებისთვის სასამართლოს მიმართოს.

დღევანდელ შეხვედრას პარლამენტში შავი ზღვის უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. დღესვე “IBSU”-ს ადმინისტრაცია მათ საქმესთან დაკავშირებით ამერიკელ უფლებადამცველებთან მორიგ შეხვედრას გამართავს.

დღის ამბები