26 აპრილი 2024,   13:30
ვრცლად
დონალდ ტრამპი აშშ-ს გენერალურ პროკურორს შეხვდება 

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების გენერალური პროკურორთან პირისპირ შეხვედრას გამართავს. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართება.

სარა სანდერსის ცნობით, პრეზიდენტი როდ როზენშტეინს უკვე ესაუბრა ტელეფონით და New York Times-ის პუბლიკაციაზე ელაპარაკა.

საუბარია სტატიაზე, რომლის თანახმადაც როდ როზენშტეინი გამოძიებას დონალდ ტრამპის ფარული ჩაწერის და მისი თანამდებობიდან გადაყენებას სთავაზობდა.

გენერალური პროკურორის მოადგილე სტატიაში გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს. აღნიშნული სკანდალის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ როდ როზენშტეინი თანამდებობასაც ტოვებს, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა.

დღის ამბები