26 აპრილი 2024,   21:25
ვრცლად
ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე კრიმინალურ მიდგომებზე ვაპირებთ ღიად საუბარს - "იბერიას" თანამშრომლები და პოლიტიკოსები დიპლომატებს ხვდებიან

სკანდალური აუდიოჩანაწერები და სახელმწიფო რეკეტი - საქმის დეტალებს ტელეკომპანია "იბერიას ჟურნალისტები და "ომეგა ჯგუფის" წარმომადგენლები ამ წუთებში, დიპლომატიური კორპუსის წევრებს აცნობენ. შეხვედრას ოპოზიციის წევრებიც ესწრებიან.

როგორც პოლიტიკოსები ამბობენ, ცალსახაა, რომ ხელისუფლება ოპოზიციური მედიის წინააღმდეგ მოქმედებს.”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარის პაატა დავითაიას განცხადებით, ოპოზიცია მსგავს კრიმინალურ ქმედებებზე თვალს არ დახუჭავს.

„არაერთი ჩანაწერი, რომელიც გავიდა ცალსახად აჩვენებს რომ მიმდინარეობს ზეწოლა კერძო ბიზნესზე, რითაც იკვებება ტელეკომპანია "იბერია", რათა მოხდეს ტელეკომპანიის დახურვა, რაც ყოვლად მიუღებელია. რადგან ხაზი მინდა გავუსვა, რომ კონსტიტუციის გარანტირებული ერთ-ერთი ნორმა არის დემოკრატიული სიტყვის თავისუფლების გამოხატვის პრინციპები, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოება აუცილებლად დაიცავს ამ პრინციპებს. ჩვენ იმ კრიმინალურ მიდგომებზე, რაც ხდება ტელეკომპანიის წინააღმდეგ ვაპირებთ ღიად საუბარს,“-ამბობს ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია.

შეხვედრაზე იმყოფება ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე. გოჩა ჯოჯუას განცხადებით, ფარული სკანდალური ჩანაწერების გავრცელებამ აჩვენა, რომ ხელისუფლება კიდევ ერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანიისთვის პრობლემების შექმნას, ბიზნესზე ზეწოლით ცდილობს.

იბერიაზე“ ზეწოლა და ბიზნესზე ზეწოლა არის ერთიანი სურათი. ხელისუფლებას აქვს კარგად შემუშავებული გეგმა, ეს არის პირდაპირი ზეწოლა მედიასაშუალებებზე და ამ შემთხვევაში იყენებს ბიზნესზე ზეწოლას, როგორც მექანიზმს იმისა, რომ ერთი ტელევიზია კიდევ, რომელიც ვფიქრობ ობიექტურად აშუქებს და არის ოპოზიციური ტელევიზია განიდევნოს სივრციდან“-ამბობს გოჩა ჯოჯუა.

დღის ამბები