26 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ პროკურატურა წინასწარ პატიმრობას, ადვოკატი კი გირაოს ითხოვს - თვალავაძე ბრალს არ აღიარებს 

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ბრალს არ აღიარებს. გამოძიება გია თვალავაძეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. პროკურატურა მისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი გირაოს. საქმე სააფთიაქო ნარკომანიასა და ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვას ეხება.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ გია თვალავაძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძება გამოყენებული საერთოდ არ იქნება, რადგან დანაშაულის მტკიცებულებები არ არსებობს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ აღიარებენ ბრალად წარდგენილ ქმედებას. აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიცია იქნება, რომ არ უნდა იყოს არანაირი სახის აღმკვეთი  ღონისძიება გამოყენებული. გამოძიების დაწყებას არავინ არავის უშლის. არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი დაადანაშაულონ ამა თუ იმ დანაშაულში. გამოძიების დაწყების პრობლემა არ არის“-ამბობს ადვოკატი ლალი აფციაური.

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე 24 სექტემბერს სპეცოპერაციისას საკუთარ კაბინეტში დააკავეს, მას სააფთიაქო ნარკომანიის ლობირება ედება ბრალად.

დღის ამბები