26 აპრილი 2024,   14:37
ვრცლად
„მე კანონს ვემორჩილები" - ზაზა სარალიძე პარლამენტთან კარვის გაშლას ისევ ცდილობს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა პარლამენტის შენობის მიმდებარედ ახალი კარვის გაშლას ცდილობს. მისი თქმით, პოლიციამ მას კარვის გაშლის ნება დართო. 

„მე კანონს ვემორჩილები, მე რას უნდა დავემორჩილო - უკანონობას? კანონს თვითონ დაემორჩილონ,“- განაცხადა დავით სარალიძემ.

ცოტა ხნის წინ პარლამენტის წინ ხმაური იყო. ერთმანეთს ზაზა სარალიძე და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. მიზეზი კარვის გაშლის უფლების არ მიცემა გახდა. 

ინციდენტი რამდენიმე საათის წინაც მოხდა. დავით სარალიძის მამის დაკავება იმ დროს სცადა, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე მანქანით მიდიოდა, სადაც კარავი ჰქონდა და რომლის გაშლასაც პარლამენტის წინ გეგმავდა.

სამართალდამცავებმა მანქანას გადაადგილების საშუალება აღარ მისცეს და ზაზა სარალიძის დაკავება სცადეს. სარალიძის დაკავების მცდელობის შემდეგ სამართალდამცველებმა კარავი წაიღეს, ინციდენტს სარალიძესა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც სარალიძე შეუძლოდ გახდა.

დღის ამბები