03 მაისი 2024,   22:31
ვრცლად
ტელეკომპანია "იბერია"-ს თანამშრომლები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდებიან 

ტელეკომპანია "იბერია"-ს თანამშრომლები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძე შეხვდება.

მმართველი გუნდის დეპუტატი, ჟურნალისტებისგან მოისმენს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ვითარებაში უწევს ამჟამად ტელევიზიას მუშაობა და როგორ აფერხებს განვითარებული პროცესები "იბერია"-ს ფუნქციონირებას.

საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდის დეპუტატთან ეს მხოლოდ ფორმალური შეხვედრა იქნება, რადგან "ქართული ოცნებისგან" თანამშრომლებს დახმარების იმედი არ აქვს.

ფორმალობას ჩვენ დავიცავთ და მივალთ საქართველოს პარლამენტში ტელეკომპანია „იბერიაში“ მომუშავე ჟურნალისტები. კიდევ ერთხელ ადგილზე გავაცნობთ იმ ვითარებას, რა ვითარებაშიც არის ჩავარდნილი ჩვენი ტელეკომპანია, თუმცა არ გვაქვს დიდი იმედი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე შეძლებს ამ პრობლემის გადაწყვეტას,“-განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები