04 მაისი 2024,   01:02
ვრცლად
სკანდალი ჯანდაცვის სამინისტროში - ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მინისტრისა და აშშ-ს საელჩოს მიმოწერა რუსეთში აღმოჩნდა

ხელისუფლება კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში ეხვევა - ჯანდაცვის მინისტრისა და ამერიკის საელჩოს მიმოწერა, რომელიც თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობას შეეხებოდა, მოსკოვში აღმოჩნდა.

ოკუპანტმა ქვეყანამ მინისტრ სერგეენკოს წერილები პროპაგანდისტულ იარაღად აქცია.

"საგანგაშოც და სიახლეც არის ის, რომ ამ შემთხვევაში ეს კონსპირაციები ეყრდნობა იმ დოკუმენტებს და წერილებს,  რომლებიც გაიჟონა ჯანდაცვის სამინისტროდან და ეს არ არის მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტაცია ეს არის პირადი მიმოწერა ელექტრონული მიმოწერა მინისტრსა და სხვა პირებს შორის,“ - ამბობს "მედიის განვითარების ფონდის" მკვლევარი სოფო გელავა.

როგორც გელავა აცხადებს, სამინისტროდან პირადი მიმოწერის გარდა, ასევე გაჟონა აშშ-დან გამოგზავნილმა დახურულმა წერილებმა. 

„თვითონ ეს წერილები და დოკუმენტები, რასაც ჟურნალისტი იყენებს მასალაში ცალკე აღებული კონსპირაციას ვერ ამტკიცებს და არ არის დაკავშირებული იმ მითებთან, რასაც ის ლუგარის ლაბორატორიაზე ავრცელებს, თუმცა პრობლემა არის ის, რომ ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტაცია თუ მართლა ჟონავს ჯანდაცვის სამინისტროდან ეს არის გამოსაძიებელია და სამინისტრომ ამის წინააღმდეგ უნდა მიიღოს ზომები,“ - განაცხადა "მედიის განვითარების ფონდის" მკვლევარმა სოფო გელავამ.

ჯანდაცვის სამინისტროში დოკუმენტაციის გაჟონვის საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა. 

დღის ამბები