04 მაისი 2024,   02:28
ვრცლად
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - საქართველო ბაზრობაზე საპატიო სტუმრის ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი

2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

ლიტერატურული პროგრამის პარალელურად, საქართველო გერმანიის სხვადასხვა ქალაქში მრავალფეროვან კულტურულ პროგრამასაც წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც, თბილისის სიმფონიური ორკესტრი ორ კონცერტს გამართავს.

გუშინ, ბერლინის ფილარმონიამ გალაკონცერტს უმასპინძლა, სადაც თბილისის სიმფონიურ ორკესტრი და ცნობილი ქართველი საოპერო ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. 

უკვე დღეს კი კონცერტი ქალაქ პოტსდამში გაიმართება. „Nikolai-saal“-ის დარბაზის სცენა თბილისის სიმფონიურ ორკესტრს და სოლისტ დუდანა მაზმანიშვილს დაეთმობა. 

დღის ამბები