26 აპრილი 2024,   18:00
ვრცლად
სურსათი, წამლები, საწვავი - ფასების ზრდას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადასტურებს

ფასების ზრდას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ადასტურებს.

უწყების ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საწვავი, დაახლოებით, 20 პროცენტით, მედიკამენტები - 10, ხოლო სურსათი 3,5 პროცენტით გაძვირდა.

განცხადება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, გააკეთა.

„სურსათზე ფასები გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 3.3%-ით. გამომწვევი მიზეზი ძირითადად გახლავთ ფასების მატება ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. ამ შემთხვევაში ფასების, დაახლოებით, 25%-იანი ზრდა გვაქვს. რაც შეეხება მედიკამენტებს, ასევე გაზრდილია, დაახლოებით, 10 პროცენტით. ასევე აღსანიშნავია ფასების მატება ბენზინის საწვავზე, დაახლოებით, 19.5%-ით. ძირითადი გამომწვევი მიზეზი შეიძლება, იყოს ეროვნული ვალუტის დევალვაცია,“ - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ეკონომისტების შეფასებით, ფასების ზრდა ლარის კურსის გაუფასურებას და აქციზებზე გაზრდილ საფასურს უკავშირდება.

ექსპერტები ეროვნული ბანკისა და მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობენ. ისინი ფასების ზრრდას კიდევ ელოდებიან.

 

დღის ამბები