03 მაისი 2024,   17:35
ვრცლად
დღეიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექინსპექტირების მესამე ეტაპი იწყება

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექინსპექტირების მესამე ეტაპი დღეიდან იწყება.

შემოწმებას დაექვემდებარება ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული მსუბუქი კატეგორიის ყველა ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მოცულობა 3,000 კუბური სმ ან მეტია.

„ასეთი ავტომობილებისთვის ინსპექტირება აუცილებელია ჩატარდეს ამოქმედების ეტაპიდან, არაუგვიანეს სარეგისტრაციო მოწმობაში ჩანიშნული რეგისტრაციის თვისა და რიცხვის ჩათვლით.

მსუბუქი სამგზავრო კატეგორიის ავტომობილები, გამოშვების თარიღიდან 4 წლის შემდეგ 2 წელიწადში ერთხელ გადიან ინსპექტირებას, ხოლო გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ, ინსპექტირებას გადიან წელიწადში ერთხელ,“-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცხელი ხაზის მენეჯერმა ირინა დარსალიამ.

ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მოქმედებს ცხელი ხაზი - 14-84.

დღის ამბები