03 მაისი 2024,   00:15
ვრცლად
მე არ ვარ დაპირისპირებულ ხელისუფლებასთან, პირიქით ვარ მხარდაჭერილი, რაც მიხსნის ყველა კარებს - სალომე ზურაბიშვილი 

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, წალენჯიხის ამომრჩეველს შეხვდა.

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან შეხვედრას მარტვილის მსგავსად ამჯერადაც ძირითადად საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

ზურაბიშვილმა შეკრებილებს საკუთრი პროგრამა და პრეზიდენტობის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა გააცნო.

„მე მინდა ვიყო ის პრეზიდენტი და ამისი ყველა ბერკეტები მექნება, რომ ჩვენ დავიბრუნოთ აქ ის ევროპა, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ეს არის ჩვენი მიზანი. მე არ ვარ დაპირისპირებულ ხელისუფლებასთან, პირიქით ვარ მხარდაჭერილი. რაც მიხსნის ყველა კარებს. ყველა ხელი გვჭირდება. ყველა ტვინის განძრევა და არ მხოლოდ ჟურნალისტების, იმისთვის, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.

დღის ამბები