03 მაისი 2024,   22:48
ვრცლად
„ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ისტერიკა, რომ არჩევნების პროცესში დესტრუქცია შეიტანონ" - დავით მათიკაშვილი ფარულ ჩანაწერებზე

„ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ისტერიკა მიმართული იქითკენ, რომ რამენაირად, რაღაც მეთოდებით დესტრუქცია შეიტანონ არჩევნების პროცესში,“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა გავრცელებულ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით  განაცხადა. 

საუბარია აუდიო ჩანაწერებზე, რომელიც  „ომეგა ჯგუფის“ საქმეს უკავშირდება.

დეპუტატის შეფასებით, უნდა დადგინდეს აუდიოჩანაწერების ავთენტურობა. დავით მათიკაშვილის თქმით, ჩანაწერებში ასახული ინფორმაცია „მოდელირებულია“.

"შესაბამისმა უწყებამ დაადგინოს, არის თუ არა ასეთი ჩანაწერები ავთენტური. ფაქტია, ის ინფორმაცია, რაც ამ ჩანაწერებიდან მოდის, ზოგ შემთხვევაში საერთოდ კრიტიკას ვერ უძლებს, აშკარად ჩანს მოდელირებისა და უნიჭო დრამატურგიის ელემენტები,"-განაცხადა მათიკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები