26 აპრილი 2024,   19:59
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები - ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ და სუს-ს მათი კანდიდატის წინააღმდეგ შავ პიარში ადანაშაულებს

გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები ქალაქში რამდენიმე დღეა, გამოჩნდა. კანონის მოთხოვნის მიუხედავად, სააგიტაციო მასალას დამკვეთის ვინაობა და ტირაჟის რაოდენობა არ აწერია.

სხვადასხვა უბანში ანტისარეკლამო მასალა გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო პლაკატებზეა გადაკრული, რაც ასევე კანონდარღვევაა.

გაერთიანებული ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მმართველ პარტიას საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ შავ პიარში ადანაშაულებს.

ძალა ერთობაშიას წევრებმა უკანონო აგიტაციაში ჩართული პირის ვინაობაც დაადგინეს -გიორგი მანჯგალაძე კამერებმა გუშინ ღამით, პლაკატების გაკვრისას, დააფიქსირეს.

თავდაპირველად ის ამტკიცებდა, რომ დასუფთავების სამსახურიდან იყო, მოგვიანებით კი აღიარა, რომ სააგიტაციო მასალას საკუთარ პოლიტიკური პოზიციის გამოხატვისთვის აკრავდა, თუმცა, გიორგი მანჯგალაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელი პოლიტიკური პარტიის დაკვეთას ასრულებდა.

გაერთიანებული ოპოზიცია საკითხის შესწავლას, სამართალდამცავი ორგანოების გარდა, აუდიტის სამსახურისგანაც მოითხოვს.

გრიგოლ ვაშაძის სარჩევნო შტაბში არა აქვთ იმედი, რომ უკანონო აგიტაციისთვის სამართალდამცავი ვინმეს დასჯიან.

ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს მმართველი გუნდი. ქართული ოცნება  გაერთიანებულ ოპოზიციას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდის ოპონენტები იტყუებიან.

ოპოზიციის ბრალდებებს სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახური წერილობით გამოეხმაურა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები