19 ნოემბერი 2019,   01:07
ვრცლად
ოკუპანტების მიერ დატყვევებული საქართველოს მოქალაქე - პრემიერი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერი სოფელ ახალი ხურვალეთიდან საოკუპაციო ძალების მიერ მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ცხინვალის ციხეში მოთავსებული მაია ოთინაშვილი ნაცემია, პრემიერმა განცხადება გაავრცელა.  

მთავრობის მეთაურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დრომდე ვერ მოხერხდა მაია ოთინაშვილის გათავისუფლება, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა გატაცებული მოქალაქე უმოკლეს დროში დაუბრუნდეს ოჯახს.

„ჩვენ ჯერ კიდევ დილით ვვარაუდობდით, რომ რამდენიმე საათში გაირკვეოდა მისი გათავისუფლების საკითხი, თუმცა, ამ დრომდე ეს ვერ მოხერხდა.

შესაბამისი უწყებები 24-საათიან რეჟიმში იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და კომუნიკაციის არხს უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქის გასათავისუფლებლად, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები.

მე დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს, დღესვე პირადად შეხვდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მათ მომხდართან დაკავშირებით. უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქე ოჯახს, თავის სამ მცირეწლოვან შვილს დროულად დაუბრუნდეს,“- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები