26 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
უცხოელი მოსამართლეები და ექსპერტები - გრიგოლ ვაშაძემ სასამართლო სისტემაში პრობლემების აღმოფხვრის საკუთარი გეგმა წარადგინა

იუსტიციის საბჭოსთან უცხოელი ექსპერტების შემოყვანა, უცხოელი მოსამართლეები სააპელაციო სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, მინი-სტრასბურგი საკონსტიტუციო სასამართლოსთან და არბიტრაჟი - ეს არის იმ რეფორმის ძირითადი ნაწილი, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიცია საზოგადოებას სთავაზობს.

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს დღეს ოპოზიციამ, პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაში პრობლემების აღმოფხვრის საკუთარი გეგმა გააცნო.

გაერთიანებულ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში უცხოელი მოსამართლეების ჩართვა სასამართლოს მიმართ ნდობას გაზრდის. რეფორმის მიხედვით უცხოელი მოსამართლეები განხილვაში იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ საქმე პოლიტიკური თანამდებობის პირის სისხლის სამართლებრივ დევნას და კორუფციას ეხება. ასევე ფინანსური პოლიციის ქვემდებარე საქმეებს და იმ ბიზნესდავებს, რომელთა ღირებულება მილიონ ლარს აღემატება, უცხოელი მოსამართლეები სპეციალური მექანიზმით შეირჩევიან.

რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეხება. გაერთიანებულ ოპოზიციაში თვლიან, რომ პარლამენტს წევრების დანიშვნის უფლება აღარ უნდა ჰქონდეს და მათ ნაცვლად, 5 წევრი ან უცხოელმა ექსპერტებმა ან სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა შეარჩიონ.

დღევანდელ შეხვედრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ესწრებოდა. ნაზი ჯანეზაშვილი თვლის, რომ საბჭოში სისტემური რეფორმები აუცილებელია. 

დღის ამბები