26 აპრილი 2024,   18:59
ვრცლად
სიღნაღში ისტორიული გალავანი უნებართვოდ შეღებეს 

სიღნაღში ისტორიული გალავანი უნებართვოდ შელესეს და შეღებეს. ერეკლე მეფის დროს აშენებული გალავნის თაღზე სამუშაოები ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია "ინსტალ პლუსი", სიღნაღის მერიის დაკვეთით ატარებს. 

ისტორიული გალავანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე შეაკეთეს.

მიმდინარე სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინსპექციის უნებართვო სამუშაოებზე რეაგირების განყოფილების უფროსმა მოინახულა.

ლევან ჭავჭავაძემ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელს სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერება მოსთხოვა.

„უნებართვო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც აუცილებლად უნდა შეჩერდეს. მიმდინარეობს ასევე ადმინისტრაციული წარმოება იმის შესახებ, რომ დადგინდეს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი და მოხდეს შესაბამისი ოქმების შედგენა,“ - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინსპექციის უნებართვო სამუშაოებზე რეაგირების განყოფილების უფროსმა, ლევან ჭავჭავაძემ.

 

დღის ამბები