26 აპრილი 2024,   14:02
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა. დავით ზალკალიანმა ჯორჯ კენტს საგარეო უწყებაში უმასპინძლა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას.

დღის ამბები