26 აპრილი 2024,   21:20
ვრცლად
ბრიტანეთი სამეფო ქორწილისთვის ემზადება

უინძორის ციხე-სიმაგრესთან უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული. ქალაქი სამეფო ქორწილისთვის ემზადება. რამდენიმე საათში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პრინცესა იუჯინის და მისი რჩეულის, ჯეკ ბრუკს-ბანკის ჯვრის წერა გაიმართება.

28 წლის პრინცესა დედოფალი ელისაბედის მესამე შვილის - პრინც ენდრიუს შვილია. ის ტახტის მემკვიდრეთა სიაში რიგით მეცხრეა.

სამეფო ოჯახის წევრის რჩეული 32 წლის ლონდონის გალერიის ხელმძღვანელია. წყვილმა ერთმანეთი შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტზე 2010 წელს გაიცნო და 8 წლის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტა.

სამეფო ქორწილში 1200 სტუმარია მიწვეული. ცერემონიას ბრიტანული არხები პირდაპირ ეთერში გადასცემენ.

დღის ამბები