26 აპრილი 2024,   14:47
ვრცლად
სუბელიანის სკანდალური ჩანაწერები - მერაბიშვილის ადვოკატი ყოფილი პრემიერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

მერაბიშვილის ინტერესების დამცველი "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ იმ ფარულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს. გავრცელებულ ჩანაწერში მირზა სუბელიანი ხელისუფლების არაერთ დანაშაულში ამხელს და ამბობს, რომ მას 50 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი ჰყავს.

გიორგი ჩივიაშვილის თქმით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში მირზა სუბელიანმა თავად აღიარა, რომ ყოფილი პრემიერი ციხიდან მოიტაცეს და ფარცხალაძეს მიჰგვარეს.  

ადვოკატის განცხადებით, მერაბიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა.

„თუ კიდევ შერჩა გონიერება ცოტა მაინც, მე ნაკლებად მგონია, დღევანდელ ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღასრულოს სტრასბურგის მე-18 მუხლის დარღვევა, სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს ივანე მერაბიშვილი იმიტომ, რომ ეს ერთხელ კიდევ უკვე სუბელიანის პირით მოვისმინეთ, რომ ის მონაწილეობდა ვანოს საქმის დალაგებაში. თავიდან ბოლომდე გაყალბებული იყო ყველაფერი, ის ვითომ დაწყებული გამოძიება მერაბიშვილის გაყვანასთან დაკავშირებით, ანუ წინასწარ დადგმული იყო, ყველა იყო გაფრთხილებული, ვის რა ჩვენება უნდა მიეცა, როგორ დაემალათ ის ფაქტი, რომ ვითომდა ივანე მერაბიშვილის არ გაიყვანეს, ეს ჩვენ მოვისმინეთ, ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა, მირზა სუბელიანის პირით, რომ ის არის შემსრულებელი, რომ მისი ბიჭები არიან ამ საქმის შემსრულებლები და ბუნებრივია, მას ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა წაეყენოს ბრალი და დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა,“ - განაცხადა ჩივიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები