26 აპრილი 2024,   19:14
ვრცლად
"ჩვენ უნდა ავწიოთ დავითის დროშა და ყველა ბაღვაშს თავი წავაცალოთ" - შალვა ნათელაშვილი სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურება

დაბრუნდა ძველი დრო, შექმნილია უკანონო შეიარაღებული ფორმირებები-ასე ეხმაურება გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს  „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერია. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მირზა სუბელიანის გარდა, რომელის ხმაც სავარაუდოდ ჩანაწერებში ისმის და რომელიც სწორედ შეიარაღებულ ჯგუფებზე საუბრობს, მსგავსი ფორმირებები ჰყავს თითქმის ყველა მსხვილ ბიზნესმენს.

„სახელმწიფო დაშლილია ფეოდალურ სამთავროებად, შეიარაღებულ ფორმირებებად. ჩვენ უნდა ავწიოთ დავითის დროშა და ყველა ბაღვაშს თავი წავაცალოთ პოლიტიკურად 28 ოქტომბერს,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვლება და უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებიც ქვეყანას მართავენ, ბოლო მოეღებათ.

„ძალიან მძიმე კადრებს ვუყურებთ ეს დღეები. საუბედუროდ ოლიგარქებმა ქართული სახელმწიფო გამოამწყვდიეს სარდაფში. რის შედეგადაც მართლმსაჯულება პოლიტიკა წესები და კანონები აღესრულება მიწისქვეშეთში. გამომდინარე იქიდან ვის რამდენი მილიარდი უნდა აწაპნოს სახელმწიფოსა და ჩვენს ხალხის. ჩემი გაპრეზიდენტება ბოლოს მოუღებს ქაოსს,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები