26 აპრილი 2024,   18:32
ვრცლად
მირზა სუბელიანთან გამომძიებლები იმყოფებიან - პროკურატურაში კი საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა 

სკანდალური ჩანაწერების მთავარ ფიგურანტს, მირზა სუბელიანს დღეს დაკითხავენ. გლდანის ციხეში პროკურატურის წარმომადგენლები უკვე შევიდნენ. 

პატიმართან იმყოფებიან მისი ინტერესების დამცველებიც. ადვოკატების განცხადებით, სუბელიანის დაკითხვის შესახებ მათ არ იცოდნენ.

რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა რომ 14 საათზე მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. უწყებაში თემას წინასწარ არ ახმაურებენ.

„ჩვენ არ ვიცით მირზა სუბელიანის პოზიცია და კომენტარისგან თავს ვიკავებ. გუშინ გავიგეთ ჩვენ ეს ამბავი და დღეს ვხვდებით პირველად. ჩვენთან ამ საკითხზე მას არ უსაუბრია,“-განაცხადა მირზა სუბელიანის ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა.

დღის ამბები