26 აპრილი 2024,   17:46
ვრცლად
ხელისუფლებისთვის მირზა სუბელიანი პრივილეგირებული პატიმარია - ოპოზიცია კობახიძის გადაწყვეტილებას ეხმაურება

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც კვირას - არასამუშაო დღეს გასცა ნებართვა, რომ მესტიის მაჟორიტარს, ვიქტორ ჯაფარიძეს პატიმარი მირზა სუბელიანი მოენახულებინა.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, მმართველი გუნდი პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს განსაკუთრებულ პირობებში ამყოფება.

„როგორც კი ხელისუფლებამ გაიგო ჩანაწერების გამოქვეყნების შესახებ, დაიწყო მომზადება მოგონილი ზღაპრების, რომელიც პროკურატურამ ორი დღის წინ მოგვასმენინა. კვირას, როგორც ჩანს, იყო რეპეტიცია იმ საუბრის ჩანაწერის, რომელიც შემდეგ პროკურატურამ მოგვასმენინა და ყველანაირი წესის დარღვევით მისცა შესაძლებლობა ჯაფარიძეს, შესულიყო მირზა სუბელიანთან სასაუბროდ, გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს რომ თუ პროკურატურას უკვე დაწყებული ჰქონდა საქმე ამ საკითხთან დაკავშირებთ, ორი საკვანძო მოწმის შეხვედრა, რაც მოხდა კვ ირას დღეს, ეს არის პროცესუალური წესების უხეში დარღვევა,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის განცხადებით, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა.

„მოქმედი კანონმდებლობით ბრალდებული ერთი თვის განმავლობაში უნდა სარგებლობდეს მხოლოდ 4 ხანმოკლე პაემნით და სამჯერ დარეკვის უფლებით, ამასთან არასამუშაო დღეებში ბრალდებულთან გარეშე პირების შესვლა პირდაპირ აკრძალულია დაწესებების დებულებით, ნათელია, რომ ბატონი მირზა სუბელიანი არის პრივილეგირებული პატიმარი ხელისუფლებისთვის, რომელთანაც კვირა დღეს შესაძლებელია გარეშე პირი შედიოდეს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები